25 Jul

My summer in Georgia…☼

23 Jul

რას ვაკეთებ ეხლა?სად ვარ?-ვარ თბილისში. ისეთს არაფერს ვმეცადინეობ ქართულში მოცემულ დავალებებს.:( ძალიან მცხელა და მინდა აქედან მალე წავიდეეეეეეეეეეეეეე ! :( შევეცდები ყველა დავალება თბილისსში დავწერო რომ მერე სურამში თავისუფალი ვიყო.

რას ვაპირებ ზაფხულში-აგვისტოს 6-ში ან 8ში წავალ სურამში.:)2009-ში  ვიყავი და მე და მეგი საკმაოდ კარგად გავერთეთ.ჩემი მამიდაშვილი ანასტასიაც უკვე 2წლის და 7თვისაა. ყველაფერი ესმის ჩემზე კარგად:D ხოდა მასაც გავართობთ.:) სურამში წავიღებ სათამაშო კარტს,რვეულს,კალამს რავიცი ყველაფერს რითიც გავერთობით. კიდევ წავიღებ ფოტოაპარატს,კამერას.ფოტოაპარატით ლამაზ რაღაცეებს გადავუღებ ფოტოებს მე ხომ ფოტოგრაფია მიყვარს.♥ უი ჰოო, შეიძლება ზღვაზეც წავიდე.კარგი იქნება იმიტომ რომ,ზღვა ძალიან მიყვარს.

ყველას,ყველას გისურვებთ ძალიან, ძალიან ტკბილ და სასიამოვნო დასვენებააააას! ☼♥

ჩემი ”უცნაური” სახელი.

8 Jul

მინდა ჩემ ”უცნაურ” სახელზე დავწერო პოსტი. ალბათ ყველას გიკვირთ ეს რა სახელიაო ნიკეა. ნიკე ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთის სახელია.ბავშვობაში (ვითომ ეხლა ძაან დიდივარ) :D ძალიან ვბრაზდებოდი ჩემს სახელს რომ ვერ იგებდა ხალხი. ზოგი ნიკას მეძახდა და მეგონა ბიჭის სახელიათქო.მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ დავეწყნარებინე იმით რომ გოგოს სახელია ნიკეა. მე მაინც არ ვუჯერებდი. როდესაც მომაფიქრდა რომ მომეძებნა ჩემს სახელზე ინფორმაცია გადავწყვიტე ვიკიპედიაში ჩამეწერა ჩემი სახელი. მოვიძიე და ეხლა ძალიან დაწყნარებული ვარ. რომც ვერ გაიგონ ჩემი სახელი ვიცი რომ განსხვავებული სახელი მქვია. 

ჰო ბოლოს.. შეიძლება პატარა პოსტი გამოვიდა მაგრამ ჯერ დამწყებითი ”ბლოგერი” ვარ და იმედია ამაზე 5ჯერ მეტს დავწერ ხოლმე.. 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.